მინისტრის განცხადება (video)

მინისტრის განცხადება (video)

სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს დღეს მიეცემათ გაფრთხილება, რომ დატოვონ ტერიტორია. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცახდებით, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი 53 ობიექტში იყო შეჭრილი, თუმცა აქედან უკანონოდ შეჭრილი ოჯახი მხოლოდ 300-მდეა დარჩენილი. დავით დარახველიძის განცახდებით, ყველაზე პრობლემური იყო კამოს ქუჩის შემთხვევა, სადაც დევნილთა ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს და ასევე დევნილები უპირისპირდებიან მერიას. როგორც დარახველიძემ განაცხადა, უკანონოდ შეჭრილებმა 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი ზომები.

  •