საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დარჩება მხოლოდ 2 სოფელში.
შეზღუდვები გრძელდება შემდეგი მიმართულებით:
საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა
არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი
რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ
სავაჭრო ცენტრები, კერძოდ კი მოლები, დახურული რჩება
სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება
ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია