კორონავირუსის გავრცელების მხრივ მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება არ გვაძლებს იმის საშუალებას, რომ არაფერი ვაკეთოთ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დროს განაცხადა.
„ლოგიკურად ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები არის აუცილებელი პირობა იმის, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტობრივად ახლა შედის პიკში.
ის, რაც სომხეთსა და რუსეთში ხდება, თან ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, ეს არის უდიდესი რისკი, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი ვაკეთოთ.
ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ, რომ პოზიციები არ დავკარგოთ, კრიზისი შეიძლება გამოვიყენოთ შესაძლებლობად და ამის გასაღები არის იმაში, რომ ამ კრიზისს ჩვენ სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით, რადგან დროულად მივიღეთ ეფექტური ნაბიჯები.