გიორგი გახარია: სანიმუშო არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც თავს წარმატებით გავართმევთ

გიორგი გახარია: სანიმუშო არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც თავს წარმატებით გავართმევთ

წელს ჩვენ საარჩევნო წელიწადი გვაქვს და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და მთლიანად გუნდი თავს წარმატებით გავართმევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„თუ აქამდე 2 ფრონტზე - ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ვიბრძოდით, ახლა დაგვემატა ახალი, ამასაც უნდა გავუძლოთ და აქაც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. იმისათვის, რომ შევძლოთ შეზღუდვების სახით და ხელი შევუშალოთ ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას ქვეყანაში, ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულირების თემები ხდება, რაც სამწუხაროა. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია. რაც გვაიძულებს და ამოცანას გვისახავს, რომ მსოფლიოსთან ერთად ამ პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.