ჩოხატაურში მამამ შვილი მოკლა. შემთხვევა სოფელ შუაამაღლებაში მოხდა. 29 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მამამ დანით მიაყენა.
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში imedinews-ს განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო. ადგილი ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით მამა, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია.