საფრანგეთში ბავშვებმა, რომლებიც კარანტინის გასატარებლად ბაბუასთან, ლუარის ხეობაში ჩავიდნენ სახლში ოქროს ზოდები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BFMTV იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მოწყენილმა 10 წლის ტყუპმა ზეწრებისგან სახლის აშენება გადაწყვიტეს. მამამ ამისთვის გარდაცვლილი ბებიის ზეწრების გამოყენება ურჩია. ბავშვები ასეც მოიქცნენ და ზეწრებში გახვეული ოქროს 2 ზოდი იპოვეს. თითოეული 1 კილოგრამს იწონის.
კარანტინის დასრულების შემდეგ ოჯახმა ექსპერტს მიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ ზოდები 1967 წელს შეიძინეს. ოჯახმა ოქროს აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა. სავარაუდოდ მათი საერთო ფასი 100 ათას ევროს გადააჭარბებს.