სომხეთში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სომხეთში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსი კიდევ 335 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19-ის დიაგნოზი უკვე 5 606 ადამიანს დაუსვეს.

დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 2 581 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.