იტალიელმა ქალმა ნაჩუქარი ბილეთით გათამაშებაში ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს €1 მილიონად შეფასებული ნახატი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.
ნამუშევარი მხატვარმა 1921 წელს შეასრულა. ზეთით შესრულებული ნახატის ზომა 23/46 სანტიმეტრია.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გათამაშების მიზანი ქველმოქმედებაა და 51 ათასი ბილეთის გაყიდვით მათ €5.1 მილიონის შეგროვება შეძლეს. თითო ბილეთის ფასი €100 იყო. ბილეთების 29% პროცენტი საფრანგეთში გაიყიდა.