ამერიკელი მეცნიერების კვლევაში მონაწილე მაიმუნებს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი განუვითარდათ

ამერიკელი მეცნიერების კვლევაში მონაწილე მაიმუნებს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი განუვითარდათ

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ COVID-19-ის გადატანას ავადმყოფობისადმი იმუნიტეტის გამომუშავება შეუძლია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი შედეგი ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ გამოიღო, რომელიც მაიმუნებზე ტარდება. მეცნიერებმა კორონავირუსით 9 მაიმუნი დააინფიცირეს, მათ გამოჯანმრთელებას დაელოდნენ და მათი ხელახალი ინფიცირება სცადეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცხრავე ცხოველი აღარ დაავადდა.

სპეციალისტების თქმით, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ განკურნების შემდეგ ორგანიზმში ახალი კორონავირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი მუშავდება, რაც ორგანიზმს დაავადებისგან. თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ადამიანების მიმართ იგივე დასკვნის გამოსატანად ჯერ სათანადო ინფორმაციას არ ფლობენ.