გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
სააგენტოს განცხადებით, დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება ძირითადად ავტომობილების მოძრაობის შემცირებამ გამოიწვია.
„აღნიშნული ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.
აღსანიშნავია, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.