ცომი ლაზანიას ფირფიტებისთვის

ცომი ლაზანიას ფირფიტებისთვის

ლაზანია - იტალიური სამზარეულოს ტრადიციული კერძია. მისი ფირფიტები იგივე პრინციპით მზადდება, როგორც მაკარონი. ტრადიციული რეცეპტის მიხედვით - ფქვილი ხორბლის მაგარი ჯიშის უნდა იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ცომის გაბრტყელება სპეციალური აპარატის გარეშე - ჯოჯოხეთური შრომაა, ამიტომაც რომ გაგიადვილდეთ შრომა, გირთევთ შეურიოთ ჩვეულებრივი ,რბილი სახეობის ხორბლის ფქვილიც.

ინგრედიენტები

ფქვილი - უმაღლესი ხარისხის, 120 გ

ფქვილი - რბილი ხორბლის ჯიშის, 80 გ

კვერცხი - 2 ცალი

მარილი - 1 ჩ/კ

ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ

მომზადების წესები

ორივე სახეობის ფქვილი შუერიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი. სამუშაო მაგიდაზე გააკეთეთ ფქვილის გორა, ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება. ჩაახალეთ მასში კვერცხი და ჩაასხით ზეთი.

მოზილეთ 15 წუთის განმავლობაში ცომი. თან უმატეთ თანდათანობით ფქვილი. უნდა მიიღოთ საკმაოდ მაგარი ცომი.

შემდეგ გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და გააჩერეთ 20 წუთი.

გაყავით 4-6 ნაწილად ცომი და გააბრტყელეთ თითეული ძალიან თხლად.

მიღებული ფირფიტები დაჭერით ლამაზ სწორკუთხედებად.

თუ ლაზანიას მომზადებას მაშინვე აპირებთ, მიღებული ფიტფიტები რამდენიმე წუთით ჩყარეთ ადუღებულ წყალში, შემდეგ გამოიყენეთ კერძის ფორმიფებისთვის.

თუ წინასწარ მოამზადეთ ცომი, დაალაგეთ ფირფიტები ხის ფქვილმოყრილ დაფაზე, გადააფარეთ ცელოფანი და გაყინეთ. შემდეგ მოამზადეთ ჩვეულებისამებრ.