იტალიაში, რომის მუზეუმი კრონავირუსის გამო შემოღებული ორთვიანი კარანტინის შემდეგ ვიზიტორებისთივის გაიხსნა.ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამ დროისათვის დამთვალიერებლებს შეუძლიათ რომში ბორგეზის მუზეუმის და გალერეას ნახვა შეუძლიათ. ღირშესანიშნაობების ნახვას, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს. იტალიის საზღვრები 2020 წლის 3 ივნისიდან გაიხსნება.
18 მაისის მონაცემებით, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 9 მარტიდან რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.