სეულის ე.წ. ღამის კლუბის კლასტერი უკვე 193 ადამიანს ითვლის

სეულის ე.წ. ღამის კლუბის კლასტერი უკვე 193 ადამიანს ითვლის

სამხრეთ კორეაში, ე.წ. ღამის კლუბის კლასტერი უკვე 193 ადამიანს ითვლის. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისრტის მოადგილემ, კიმ გან-ლიპმა განაცხადა.

ღამის კლუბის კლასტერი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბარებისა და ღამის კლუბების გახსნის შემდეგ გაჩნდა. ამ დრომდე კლასტერის წევრთა გამოსავლენად უკვე 65 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.

კლასტერის ნულოვანი პაციენტი, ქალაქ იენინის 29 წლის მკვიდრი 1-ელ მაისს სეულის 5 კლუბსა და ბარში იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მასთან ერთად ამ დაწესებულებებში დაახლოებით 5 500 ადამიანი იმყოფებოდა.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 11 110-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.