ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა

ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის თანაგუნდელებმა ახალი პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ამის გამო პრეზიდენტის პარტიას „წინ რესპუბლიკა“ პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის ერთი მანდატი აკლდება.

577-ადგილიან ქვედა პალატაში მაკრონის პარტიას 288 მანდატი აქვს. პრეზიდენტის პარტიიდან გასული დეპუტატები ეკოლოგიისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას.