საფრანგეთში, სტრასბურგის კლინიკაში 6 ტყუპი დაიბადა

საფრანგეთში, სტრასბურგის კლინიკაში 6 ტყუპი დაიბადა

საფრანგეთში, სტრასბურგში წყვილს 6 ტყუპი შეეძინა, ერთი ბიჭი და 5 გოგო. ინფორმაციას es Actualités Nouvelles d'Alsace (DNA) ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალშობილების ასაკი 6 თვეა (24 კვირა). თითოეული ჩვილის წონა 630-დან 730-გრამამდეა. მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში ექიმები დააკვირდებიან. ტყუპები საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. გამოცემის ცნობით, საფრანგეთში 6 ტყუპი ბოლოს 1989 წელს დაიბადა.

გასული წლის მაისში, ანალოგიური შემთხვევა პოლონეთში მოხდა. სადაც წყვილს 6 ტყუპი, ორი ბიჭი და 4 გოგო დაიბადა.