ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა პარლამენტში. „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესაუბრა. წარმოდგენილი რეგულაციებით სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესი იცვლება. დამტკიცების შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იქნება უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა და ასევე მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა მხარეებისთის. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტო/ვიდეო გადაღება და ტრანსლირება.კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე იუსტიციის საბჭოს კომპლექტაციაზეც იმსჯელეს.