საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
თბილისში მცხოვრები ადამიანი საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 37 აბი „სუბუტექსი“ აღმოაჩნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემოწმების შედეგად პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.