ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, თბილისის ანძა არა მხოლოდ დღეს, არამედ ყოველთვის არა ლგბტ ფერებში, არამედ ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს. ამის შესახებ მან საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა და მრევლს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე მიულოცა.
კითხვაზე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას ეხებოდა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
,,ჯერ ვაქცინა არ არის. ამას მერე განვიხილავთ, შევისწავლით და გადავწყვეტთ. ჯერ არ ვიცი, ეს ვაქცინა არ არის შექმნილი, შემდეგში, როცა შეიქმნება და რეკომენდაციები იქნება, გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს, ვისაც არ უნდა - არა. ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე არ არის არც რეკომენდაცია, არც პროპაგანდა, ვისაც უნდა იკეთებს, ვისაც არ უნდა - არა“, - განაცხადა მეუფემ.