პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კლინიკაში სულ მოთავსებულია 44 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 35 პირი.

რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 2 პაციენტი, ხოლო თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებულია 35 პაციენტი.