17-18 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი

17-18 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი

ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

„17-18 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა +23, +26 გრადუსამდე დაიკლებს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.