სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, მათ სალაპარაკო თემა აღარ დარჩათ

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, მათ სალაპარაკო თემა აღარ დარჩათ

როცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობ მე ვგულისხმობ ორივე ფრთას „ევროპულ საქართველოს“ ამ სივრცის ქვეშ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებს წააგებენ. გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში აქვთ, მაგრამ იმას ვერ გასცდება. პირველი პოლიტიკური ფასი ის იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სალაპარაკო თემა აღარ დარჩა. „მათ უნდოდათ ელაპარაკათ რაღაც თემაზე. არაფერი თემა არ ჰქონდათ. უნდოდათ საარჩევნო სისტემის ცვლილება. საარჩევნო სისტემაზე იყო განსხვავებული შეხედულებები. შევთანხმდით ამ საკითხზე, მერე გაჩნდა გარკვეული თემა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების. ამაზე იყო მთელი სალაპარაკო. ახლა ეს თემაც გამოეცალათ“, - აღნიშნა სუბარმა.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

„ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ოპოზიციას სპეკულაციური იარაღი ამოაცალა, „მაგრამ ეს მაინც შეცდომა ჰგონია“.

Aburjga Tasmanieli რა არჩევნები სოზარ, რის არჩევნები?! ვინ ჩაგვატარებინებს აქ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, ვერ ხედავ მომავალი არჩევნების შედეგები და აქცენტები უკვე მისხალ, მისახლ აქვთ გაწერილი დასავლელ ლიბერალურ წრეებს?! მაგათი ფავორიტი, საიმედო დასაყრდენი საქართველოში არიან მხოლოდ ანტიქართყული ლიბერალური წრეები ბოკერია ჩერგოლეიშვილი და ხიდაშელ-უსუფაშვილები... უგულავები და ცაავები... ოქტომბერში თუ არცევნებში ვერ გაამარჯვებინეს ამ ანტიქართულ ძალებს არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ელვისებურ სახელმწიფო გადატრიალებას მოგვიწყობენ!
5 წლის უკან