სოსო მანჯავიძე კომპანია

სოსო მანჯავიძე კომპანია "ფრონტერაზე": არაკეთილსინდისიერებისათვის ის ლონდონის ბირჟიდან იქნა გაძევებული

"კომპანია "ფრონტერა" საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს.

ეს კომპანია ხან 3 ტრილიონ კუბურ მეტრ გაზს აღმოაჩენდა ხოლმე და ხანაც კუვეიტზე მეტ ნავთობს. მრავალი ასეთი არაკეთილსინდისიერებისთვის ის ლონდონის ბირჟიდან იქნა გაძევებული" - წერს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს კომპანია საქართველოს 3.5 მილიარდ დოლარს ედავებოდა.

"ალბათ, ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა დღეში აღმოჩნდებოდა ქვეყანა ამ დავის წაგების შემთხვევაში.

ყველაზე საოცარი ჩემთვის ის იყო, თუ როგორ გულშემატკივრობდა "ფრონტერას" კოლონიალური აგენტურა, საკუთარ თავს რომ პოლიტიკურ პარტიებს უძახის და მომხრეებიც რომ ჰყავს სასარგებლო იდიოტების სახით.

არანაკლებ გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო ხელისუფლების შეშინებული დუმილი და უუნარობა,რომ ქვეყნის ინტერესები დაეცვა საზღვარგარეთ.

არადა, ამ ჩირგვში ჯდომის პოლიტიკას უმძიმესი შედეგები მოაქვს.

გავლენიანმა რესპუბლიკელმა ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა სამ კოლეგასთან ერთად სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს მოუწოდა გამოიძიოს საქართველოს მთავრობის მოქმედებები ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ და მისი კავშირები რუსეთთან და ირანთან.

ეს კი უკვე "შავი ნიშანია"

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ფრონტერა" ტეხასშია რეგისტრირებული, ხოლო ტეხასი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი შტატია.

დაუკავშირეთ ეს მოვლენები წერილების სერიას და ფართოდ დახუჭულ თვალებს, რომლითაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "აკვირდებიან," შემდგომი მოქმედებების პროგნოზირება ნამდვილად არ არის ძნელი.

ეს ყველაფერი "რეჟიმის ცვლის" კლასიკური სცენარია.

ტექნოლოგიას და მიზნებს აქ არ შევეხები.

და ამ ცივსისხლიან ცინიკოსებს საერთოდ არ აინტერესებთ, რომ მათი პროტეჟეები ხალხში მყარად ჩამოყალიბებულ ალერგიულ რეაქციებს იწვევენ.

"კოლონიები არ წყვეტენ კოლონიებად ყოფნას იმის გამო, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს."

ჭკვიანი კაცი იყო ბენჯამენ დიზრაელი, კარგად იცოდა, რასაც ამბობდა" - წერს სოსო მანჯავიძე.

Aburjga Tasmanieli სოსო ხომ ვიცოდი რაც დაწერეთ, მაგრამ მაინც ძალიან მესიამოვნა!
5 წლის უკან
Katana . "საქმე იმიტომ უფროა ცუდად,
რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა!" - მუხრანი
5 წლის უკან
mamuka საქართველოს ნამდვილი გულშემატკივრების დაქსაქსულობა და არაორგანიზებულობა ღუპავს ქვეყანას რა მოგივიდათ ყველაფერი ხელის გულზე დევს უკვე ვიცით ყველაფერი ვინც ეშმაკისკენაა და ვინ ღმერთისკენ შევჯერდეთ ცოტა ცოტა დავთმოთ მოვთოკოთ ამბიციები, ხალხო ყველაზე მეტნი ვართ ვისაც ამ ქვეყანაში ვისაც მართლა გული შესტკივა ამ ქვეყანაზე ნუთუ ასე ძნელია შეხების წერტილის პოვნა, გავერთიანდეთ და ამ პატარა ქვეყანამ ბოლობოლო გადავდგათ ეს ნაბიჯი, აბსოლიტურად ნათელია რატომ ებრძვიან ეკლესიას, ერთადერთი ერთ მუშტად შეკრული რომ არის, თუმცა პრობლემები მათაც აქვთ ,ისინიც ხომ ადამიანები არიან ,შეცდომა მათაც მოსდით. ილიაზე დიდი ლიბერალები არიან ეს ნაგავი ხალხი? ენა მამული და სარწმუნოება!!!!!!!!!
5 წლის უკან