როგორც Fox News იტყობინება, ამერიკელმა მეცნიერებმა ბიოფარმაცევტული კომპანია Sorrento Therapeutics-დან აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც, მათი განცხადებით, კორონავირუსის ბლოკირებას 100 პროცენტით, სრულად ახდენს.
წყაროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა გააანალიზეს მილიარდობით ანტისხეული, რომელთა შორისაც გამოვლინდა ასამდე ისეთი, რომლებსაც შეუძლიათ კორონავირუსზე ზეგავლენის მოხდენა.. ამის შემდეგ მკვლევარებმა მათგან გამოყვეს ათამდე ანტისხეული, ხოლო მათმა შემდგომმა კვლევამ აჩვენა რომ ერთ-ერთი მათგანი - STI-1499 – 100 პროცენტით ძალმოსილია, რათა ადამიანის უჯრედები დაიცვას დაინფიცირებისგან.
აღნიშნულია, რომ იგი გარს ერტყმის ვირუსს და ოთხი დღის განმავლობაში გამოყავს ორგანიზმიდან. „ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ეს არის წამალი. გვაქვს მექანიზმი, რომელიც ნამდვილად მუშაობს“, - აღნიშნა Sorrento Therapeutics-ის დამფუძნებელმა, დოქტორმა ჰენრი ჯიმ. ამასთან, ცდები ტარდებოდა მხოლოდ ლაბორატორიის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატის წარმოების ნებართვა კომპანიას ჯერ არ მიუღია.
დოქტორმა ჯიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს წამალი საშუალებას მოგვცემს, რომ კარანტინი მოიხსნას ყველა ქვეყანაში. „თუ გვექნება მანეიტრალიზებელი ანტისხეული, სოციალური დისტანცია აღარ დაგვჭირდება“, - თქვა მან.