ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხვალ დედაქალაქის ქუჩებს, მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს დალოცავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.
ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.
ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.