გუშინ აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოს საავადმყოფოში ცნობილი ინდოელი მუსიკოსი რავი შანკარი გარდაიცვალა.
92 წლის შანკარი ბოლო წლების განმავლობაში კალიფორნიაში ცხოვრობდა.
მიმდინარე წელს, ხანდაზმულ მუსიკოსს გულმა შეაწუხა და 6 დეკემბერს ოპერაცია გაიკეთა.
პირველი დღეების განმავლობაში შანკარი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მოგვიანებით ცუდად გახდა და გუშინ ღამით გარდაიცვალა.
რავი შანკარი 1920 წელს, ინდოეთის ქალაქ ვარანასიში დაიბადა. შანკარი „გრემის“ ჯილდოს სამგზის მფლობელი გახლავთ.
რავი შანკარის ადრე წარსულში პოპულარულ ბრიტანელ მუსიკოსს ჯორჯ ჰარისონთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.
ჯორჯ ჰარისონი და რავი შანკარი ერთმანეთს გასული საუკუნის 60-იან წლებში დაუახლოვდნენ.
ჯორჯი ინდოეთში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შანკარის ხელმძღვანელობით ინდურ ეროვნულ საკრავ სიტარაზე დაკვრას სრულყოფილად დაეუფლა.
გასული წლის დასასრულს შანკარმა ალბომი “Collaborations” გამოსცა. ამ ნამუშევარში ინდოელი მუსიკოსისა და ჯორჯ ჰარისონის ერთობლივი კომპოზიციები განთავსდა.
საინტერესოა, რომ რავი შანკარის ორივე ქალიშვილი, ანუშკა შანკარი და ნორა ჯონსი ცნობილი მუსიკოსები გახლავან