ნიდერლანდების ხელისუფლება ეროტიული მოთხრობების ერთობლივ კითხვას გვირჩევს

ნიდერლანდების ხელისუფლება ეროტიული მოთხრობების ერთობლივ კითხვას გვირჩევს

ნიდერლანდების ხელისუფლებამ მეთოდური სახელმძღვანელო გამოუშვა იმ მარტოხელა მოქალაქეებისთვის, რომლებიც პანდემიის დროს ინტიმური ურთიერთობების ნაკლებობას განიცდიან. ასეთ ადამიანებს ხელისუფლება სექს-ამხანაგის მოძებნას ურჩევს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტი, რომელმაც ეს რეკომენდაციები მოამზადა, მარტოხელებს რომელიმე ერთ ადამიანთან მოლაპარაკებას ურჩევს, თუმცა, როგორც რეკომენდაციებშია აღნიშნული, ჯობს თავი შეიკავონ სექსისგან, თუ რომელიმე მათგანს კოვიდ19-ის სიმპტომი აღმოაჩნდება.

და აი, 14 მაისს გამოჩნდა სახელმძღვანელო, რომელშიც აღიარებულია, რომ პანდემიის დროს ფიზიკური კონტაქტი მარტოხელებს იმაზე არანაკლებ სურთ, ვისაც მუდმივი პარტნიორი გააჩნია.

მაგრამ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სექსით დაკავდნენ, რეკომენდაციის ავტორები აფრთხილებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკის მინიმიზაციის მიზნით, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

„ერთად განიხილეთ, რა იქნება თქვენთვის მოხერხებული. მაგალითად  ერთი და იგივე ადამიანს შეხვდით როგორც ფიზიკური კონტაქტისათვის, ასევე სექსისთვის (მაგ. „ჩახუტების ამხანაგი“ და „სექსის ამხანაგი“), ოღონდ იმ პირობით, რომ არ ხართ დაინფიცირებული“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში, და იქვე: „მოელაპარაკეთ ამ ადამიანს იმის თაობაზეც, თუ კიდევ ვისთან გექნებათ შეხვედრები. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მითმეტია კორონავირუსის გავრცელების საფრთხე“.

რეკომენდაციები ასევე შეიცავს რჩევას მათთვის, ვინც ცხოვრობს პარტნიორთან, რომელიც, არის ეჭვი, რომ კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

„ნუ დაკავდებით სექსით თქვენს პარტნიორთან, თუ ის ფიქრობს, რომ დაინფიცირებულია და თვითიზოლაციაში არის გადასული“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

„შესაძლებელია სექსი საკუთარ თავთან, ან სხვებთან დისტანციურად“, - განაგრძობენ ამ დოკუმენტის ავტორები და ალტერნატივად ეროტიული მოთხრობების ერთობლივ კითხვას ან ერთობლივ მასტურბაციას მიიჩნევენ.

ორშაბათიდან ნიდერლანდებში საკარანტინო ზომების შერბილება დაიწყეს. პირველი ფაზის ფარგლებში გაიხსნეს ბიბლიოთეკები, სილამაზსა და მასაჟის სალონები.

შეზღუდვების შესუსტება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ დაინფიცირებულთა რაოდენობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირება მოახერხა.

(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)