"პოსტი ძველია, აქტუალობის გამო გამახსენდა," - ერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.
„საქართველო-ქვეყანა, რომელსაც მიუსაჯეს, რომ უნდა ჰყავდეს არა ჯარი, არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა,სადაც თავდაცვის მინისტრი აუცილებლად ნჯე-ოშნიკი უნდა იყოს
ქვეყანა, რომელსაც ამერიკის ელჩები და ახალგაზრდა იურისტები მართავენ..
ქვეყანა, რომელსაც უნდა ჰყავდეს არა პრეზიდენტი, არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა, რომელსაც უნდა ჰყავდეს არა პარლამენტი,არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა, რომელსაც უნდა ჰყავდეს არა ადგილობრივი თვითმართველობები, არამედ მათი იმიტაცია.
არა სასამართლო, არამედ მისი იმიტაცია.
არა პროკურატურა, არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა, სადაც ყველა ეს იმიტატორი განუწყვეტლივ ასრულებს თავის როლს ხელფასისა და ყალბი პატივის სანაცვლოდ.
ქვეყანა, სადაც დემოკრატიას არა უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მმართველობას ნიშნავს.
ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც განუწყვეტლივ ძალით აყურყუმელავებენ ტყუილის, გარყვნილებისა და ძალადობის წუნწუხში.
ქვეყანა სადაც გაქეციანებული გულის ფხანა მთავარ ეროვნულ სიამოვნებად გადაიქცა.
ქვეყანა,რომლის ღალატისათვის არც უგია, არც აგებს და არც მომავალში აპირებს ვინმე, რომ ვინმეს პასუხი აგებინოს,ვინაიდან სწორედ ქვეყნის ღალატი და გაყიდვაა მთავარი ბიზნესი და გაბატონებული იდეოლოგია.
ქვეყანა, სადაც კალისტრატეს ,პეტრეს გრიგოლს და ძმათა მათთა მიტროპოლიტები ჰქვიათ და ეს არავის აწუხებს.
ქვეყანა,სადაც ლიდერ ბუმბერაზებს, ურჩევნიათ პირველები ერქვათ და ჩაისვარონ, ვიდრე ერთად ერთმანეთის გვერდით დადგნენ და საერთო საქმე ჩაუსვრელად გააკეთონ.
ურჩევნიათ იყვნენ ჩასვრილი,ოღონდ პირველი ერქვათ, ვინაიდან რა ფასი ექნება ჩაუსვრელობას,თუ პირველები არ ერქმევათ?
ჰოდა, გაივსო კიდეც ქვეყანა ჩასვრილი ლიდერებით,რომლებიც თავს იტყუებენ იმით, რომ სადღაც, ვიღაც,რატომღაც პატივს სცემს და ერთმანეთს აბრალებენ იმას, რომ მთლიანად ქვეყანა აქოთდა.
ჯერ მარტო 230 პარტია რად ღირს და ეს საარჩევნო დოღი-მასკარადი, რაც გაჩაღდა.
ერთი დიდი საერთო-ეროვნული შხაპი გვჭირდება, სანამ მფარველი ანგელოზებიც პირს მიიქცევენ ჩვენგან.
"ხემან,რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი,მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედოს"-როგორც წერია.
P.S.
პოსტი ძველია, აქტუალობის გამო გამახსენდა.“
ესაა რაცა ვართ და რაცა გვაქვს....ესე იცის სხვის ვალში ჩავარდნამ...
ამ ე.წ. მეგობრებს თუ რამე გაუკეთებიათ საქართველოსთვის(თუნდაც ატკატებით) სუ ცხვირში ამოგვივა--ამოგვდის ხალხს...თორემ მთავრობის წევრებს რააა.....ქვეყანაც და ხალხიც სუ დიშლაზე ჰკიდიათ!!!
ან იმ კრედიტებით ვინ ისარგებლა და სად წავიდა?? ნამეტნავად 2008 წლის 4 მილიარდი??
ისე კი კარგია ასე იავნად რომ დააჯვეს თავზე საქართველოს...იქნებ ზოგზოგებმა ეხლა მაინც კარგად აღიქვან და კარგად დაინახონ ჩვენ ,,ნაღდ
დამოუკიდებლობას,, რა ძალა და რა ფასი ააქვს..
ამათ მარტო პუტინთან ააქვთ დიდი გული...ჟანგიანი ტანკები აააქვსო....
პუტინი მტერია, მტერი!! მაგრამ ესენი რომ ვითომ მეგობრები არიან????
ეხლა გამაგებინეთ ადრე მონები ვიყავით და ეხლა დამოუკიდებლებიიიიი?
რათა... ამათ უკანალში უფრო კაი სუნიააა?? რა მნიშვნელობა აქვს ვის ტრაკში ვიქნებით?
9 აპრილებიდან დაწყებული ამდენი სისხლი, ამდენი უბედურება, განახევრებული და გაუბედურებული საქართველო და სანაცვლოდ .....ესეთი დამოუკიდებლობააა? ????
ან ის ქვეყანა რაზე დავანგრიეთ.... ან ის კაცი რაზე მოვკალით(ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელით მოხდა ყველაფერი)
ან ამ 30 წელს წყალს რად ვატანთ? ან ამ არეულობაში იმ დაღუპული ხალხის სულებს რა პასუხს აძლევთ? გგონიათ არ მოგეკითხებააათ?
აუუუუ ..რამდენი სუფთა გული დაიწვა ხალხნოო, რამდენი?? რათა ამათ სკამებისათვიიის??
გასკდა გული ხალხნო, გასკდა
იმიტომაც გვიტყაპუნებს თავში ნებისმიერი გამვლელ--გამომვლელი ...
თქვენ კიდევ გარეჯიო..გარეჯს ვინღა ჩივის უკვე მარნეული, ბოლნისი ცალკე სახელმწიფოა-----პოლიციას აქეთ უტყაპუნებენ
მოკლედ........რა ატამი, რის ჩურჩხელა .... რა დამოუკიდებლობა ..... გიჟად ხომ არა ხართ??
აბა თქვენ იცით, იქნებ 26 მაისის აღნიშვნა მაინც როგორმე არ გამოგვაპაროთ ..
აბა გელოდებით