გიგა ბოკერია უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: ეს არის სერიოზული ნაბიჯი ნორმალიზაციისკენ

გიგა ბოკერია უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: ეს არის სერიოზული ნაბიჯი ნორმალიზაციისკენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია არჩევნების წინ. ეს არის სერიოზული ნაბიჯი ნორმალიზაციისკენ. არ ქრება განსხვავებები, არ ქრება პოლიტიკური კრიტიკა და დაპირისპირება, მაგრამ ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ. როგორც კი რურუა გათავისუფლდება, ამას უნდა მოყვეს პარლამენტში კენჭისყრა და ჩვენ შეგვეძლება იმის თქმა, რომ შეთანხმება შესრულდა“, - განაცხადა ბოკერიამ.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

amo ტყვილად ფხაკურობთ, საზოგადოება არ დაუშვებს კრიმინალების ხელისუფლებაში მოსვლას.
5 წლის უკან