სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტზე: ორ ადამიანს ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებ

სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტზე: ორ ადამიანს ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებ

არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, შეწყალება არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად ერთხელ და სამუდამოდ ვაავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან რომელიც რეალურად წინსვლასი გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

Katana გიგი უგულავას სამადლობელი სიტყვები -
პრეზიდენტზე:

"სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ ამ დროს"

ივანიშვილზე:

"როცა გეუბნებიან ჩაინიკი ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა!"
--------------------

მიიღეთ, რისი ღირსიც ხართ?
დანარჩენს რურუა დაგიმატებთ.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ მაგ დროს ვსვამდი 2 პირთან ერთად ოჯახში! ))) მერე რამდენჯერმე ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ძალიან მომეწონა, კარგი გამოსვლა იყო, არგუმენტირებული, დასაბუთებული - ადამიანმა რომელიც ფლობს გეოპოლიტიკურ რეალობას ქართულ საზოგადოებას გვითხრა ის რაც ამ საიტით მოსარგებლეთა უმეტესობამ ისედაც ვიცით - "ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს", "ჩვენს დასავლელ მეგობრებს", მოკლედ ლიბერალური დემოკრატიის მედროშეებს სულ ერთ ადგილას ჰკიდიათ ქართველი ხალხი, რაღაც თავისი ახირება აქვთ და ბოლომდე გვაწვებიან, შეწინააღმდეგება შეუძლებელია, არ გისმენენ, ვერც გაიგებენ! ჩვენი შეწინააღმდეგება დაახლოებით ისეთია დასაკლავად დაჭერილი ქათამი რომ ფართხალებს და არ უნდა ჯიკვზე თავის დადება. გარკვევით გვითხრა ქალბატონმა პრეზიდენტმა ამ ორი კრიმინალის გამოშვება არ გამოშვებას ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებო! ე.ი. თუ არ გამოვუშვებთ ის უნამუსო და ხეპრე "ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან" უბრალოდ "გადაგვაკატოკებენო"!!! ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ ეს სიმართლეა! ამის მაგალიტები ძალიან ბევრია: იუგოსლავია, გრენდა, ჩილე, გონდურასი, ერაყი, ლიბია და ა.შ. ვინ მოთვლის მაგათ ონავრობებს! მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მორიგი ფერადი (გოლუბოი???) რევოლიუცია, ხელისუფლების დამხობა წინ გვქონდა, ცხვირ წინ! ამას გარდა პრეზიდენტის ამ საქციელმა დამარწმუნა, რომ 8 მარტის შეხვედრის კულუარული გადაწყვეტილება იყო ამ კრიმინალების და ერის მოღალატეების გამოშვება სწორედ ამ შეწყალების მეშვეობით.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც შეეხება რურუას, რურუა(მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა და წარსულისა) მაგარი კაცია!!! უბრალოდ ვერ გამოვიდოდა შეწყალებული,(ისიც ვისგან?) ამ 2 სამარცხვინო ტიპთან ერთად, თავისებური ვაჟკაცური მრწამსი ამის ნებას არ აძლევს!
5 წლის უკან