დავით მარდალეიშვილი:

დავით მარდალეიშვილი: "ჰომოფობი" "კაცთმოძულეს" ნიშნავს და მამათმავლების მიმართ მიუღებლობას არაფერი აქვს საერთო "კაცთმოძულეობასთან"

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"საქართველოში ლგბტ ტიპები არასოდეს იდევნებოდნენ. საბჭოთა საქართველოშიც კი, სადაც "მამათმავლობა" სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახლდათ, ეს მუხლი თითქმის არავის წინააღმდეგ გამოუყენებიათ. ბოლოსდაბოლოს, ბატონი ვახტანგ ჭაბუკიანი მთაწმინდის პანთეონში გვყავს დაკრძალული და ყველა პატივს სცემს - ჰომოფობიც და ალტრუისტიც.

დღესაც, მათ არავინ ერჩის - 47 წელია, არც კი გამიგია, რომ თბილისში, ვინმე ეცემოთ, ან შეურაცხყოფა მიეყენებინოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლგბტ-ა.

...მაგრამ გარდა საერთაშორისო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებებისა, არსებობს ზნეობა, რომლის საფუძველზე, ქართველი კაცი არასდროს ეთანხმებოდა ლგბტ ტრადიციებს, არასდროს იზიარებდა მათს ინტერესებს, მაგრამ არც არაფერს ერჩოდა მათ. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 95%-ს არ მოსწონს ესა თუ ის მოცემულობა, არც ხელისუფლება გიჟდება, მაინცდამაინც, შეიძლება, ბაია პატარაიას, ნინია კაკაბაძის და სხვა, ვითომ "ლიბერალების" ჭკუაზე ვიაროთ?!

მაგ ლოგიკით, ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანებიც ადამიანები არიან, მათს უმრავლესობას ისევე არ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება, როგორც მამათმავალს, მამაკაცთან სექსის გარეშე. ახლა, რა გავაკეთოთ?! დავაწესოთ, საქართველოში, ნარკომანიის დღე და გავანათოთ თბილისის ანძა, რომელიც "ეიფელზე" მაგარია, შპრიცის გამოსახულებით?!

იყვნენ, ბატონო - იცხოვრონ, იმუშაონ, ოჯახები შექმნან, ოღონდ, აქციებს ნუ გაგვიმართავენ, აქაოდა, ლგბტ უფლებები ირღვევაო, ნურც თავიანთი ცხოვრების სტილის პროპაგანდას მოახდენენ და ნურც "ჰომოფობებს" დაგვიძახებენ - მითუმეტეს, რომ "ჰომოფობი" "კაცთმოძულეს" ნიშნავს და მამათმავლების მიმართ მიუღებლობას არაფერი აქვს საერთო "კაცთმოძულეობასთან".

კინაღამ დამავიწყდა: სპეციალურად არ ვახსენე აბრევიატურა "ლგბტ-სთან" სიტყვა "თემი", რადგან ვთვლი, რომ "თემს", გარდა საკუთარი სასქესო ორგანოს გამოყენების თავისებურებისა, სხვა რამეც აერთიანებს - უფრო მაღალი იდეალი...

მათ, ზუსტად შეესაბამებათ დღევანდელი ტერმინი - "ლგბტ კლასტერი"...

გინახავთ, ასეთ "სატოპკე" თემაზე, ჩემგან, ასეთი კორექტული პოსტი?! თქვენ კი არა, მეც არ მინახავს!

ჰოდა, ბევრს კი არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ შეირგეთ ლგბტ-ებო და ლგბტ-ების მხარდამჭერებო, თორემ დედის გინებას შეგარგებთ, ვითარცა დედის რძეს...

სერმინე სიმართლე.
4 წლის უკან