ვენეციის მახლობლად ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ვენეციის მახლობლად ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

იტალიაში, ვენეციის მახლობლად მდებარე მარგერას რაიონში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანია 3V Sigma SpA-ს ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად საწარმოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.

აფექთების ადგილზე სახანძრო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდა.