მარიამ ჯაში: თუ არჩევნების საკითხი დისკუსიის ფორმატში განიხილება, ჩვენი ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს  მხარს დაუჭერს

მარიამ ჯაში: თუ არჩევნების საკითხი დისკუსიის ფორმატში განიხილება, ჩვენი ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

თუკი ქართულ ოცნებას რეალურად აქვს პოლიტიკური ნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და თუ სავალდებულო არჩევნების საკითხი იქნება განხილული დისკუსიის ფორმატში, ჩვენი ფრაქცია დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

„ჩვენ უფლება არ უნდა მივცეთ არც მმართველ ძალას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, რომ საკონსტიტუციო შეთანხმება ცვლილებების თაობაზე არ იყოს მხარდაჭერილი. რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, ჩვენი ფრაქცია არც 8 მარტამდე ჩართულა პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების განხილვაში, არც ახლა გეგმავს აქტიურად ამ თემაში მონაწილეობას, რადგან ეს არის ჩიხი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ და მან უნდა იპოვოს გამოსავალი. რაც შეეხება შესაძლო გამოსავლებს, ვფიქრობ, რომ გარდა პრეზიდენტის უფლებამოსილებისა, შეიძლება იყოს განხილული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვა. არსებობს პრეცენდენტები, როდესაც, პოლიტიკური პატიმრების სტატუსის უარსაყოფად ან დასადასტურებლად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელ ექსპერტებს გამოყოფს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.