ფოთის პორტის ტერმინალის რეკონსტრუქცია დაიწყო.
პროექტის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს. 50 მილიონს აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC გამოყოფს. დარჩენილ 48 მლნ-ს კი ქართული კომპანია „პეის ჯგუფი“ ფარავს. ნავმისადგომის სრული სიგრძე 650 მეტრი, წყლის სიღრმე კი 12 მეტრი იქნება. ახალი ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა 5 მლნ ტონა უნდა იყოს.
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 5 ნავმისადგომი მაღალი ტვირთამწეობის გემებს 18 თვეში მიიღებს.
როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეტ ენჯელიმ განაცხადა, ეს მათი კომპანიის უმსხვილესი პროექტია.
„ეს პირველი, მასშტაბური პროექტია და პოსტ-კოვიდ საქართველოში პირველი შემთხვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან ფინანსდება, რაც მიუთითებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე. ეს მნივნელოვანი ბენეფიტების მომტანი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე კავკასიის რეგიონისთვის. ბენეფიტების მომტანი, როგორც ეკონომიკური, ასევე დასაქმების კუთხით. მშენებლობის დროს შეიქმნება დასაქმების ადგილები. მისი დასრულების შემდეგაც 200 სამუშო ადგილი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ზრდის საქართველოს შესაძლებლობებს“, - განაცხადა კენეტ ენჯელიმ.