„ცისარტყელას ვერავის ვერ ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი", - ამბობს ახალქალაქის, კუმუდოსა და კარის ეპისკოპოსი ნიკოლზ ფაჩუაშვილი ტვ პირველთან 17 მაისზე საუბრისას.
„ცისარტყელის ფერები ლგბტ-მ რატომ უნდა მიითვისოს, გამაგებინეთ რა. რას ნიშნავს ლგბტ ფერები?! ცისარტყელის ფერებია და ცისარტყელა გამოუჩინა ღმერთმა ნოეს, მშვიდობის ნიშნად, მშვიდობის ნიშანია ცისარტყელა.მე პირადად, ცისარტყელას ვერავის ვერ ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი", - ამბობს ეპისკოპოსი.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლბგტ აქტივისტები ითხოვენ, თემის სოლიდარობის ნიშნად, 17 მაისს თბილისის ანძა სწორედ ლგბტ დროშის - ცისარტყელის ფერებში განათდეს. მერიის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
" - თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ?! "