მსოფლიოში ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ

მსოფლიოში ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერხოვე ამბობს, რომ მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს, რადგან შემთხვევებმა მომატება დაიწყო.

მისი თქმით, ვირუსის შემთხვევების მატება დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ჩინეთის ქალაქ უხანში.

„ვირუსმა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში განახლება დაიწყო. ეს ყველა ქვეყნისთვის გაკვეთილია. ის ეძებს შესაძლებლობებს, რომ კვლავ გამოცოცხლდეს. ამისათვის ჩვენ, ყველა, მზად უნდა ვიყოთ," - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

როგორც იგი აღნიშნავს, სანამ ქვეყნების გახსნას გადაწვეტენ, ხელისუფლებები კარგად უნდა დაფიქრდნენ.

"რა არის რისკის აღორძინება? ნამდვილად ვაკონტროლებთ სიტუაციას? საკმაოდ ძლიერები ვართ? შეგვიძლია შემთხვევების აღმოჩენა და კონტაქტების დადგენა?საკმარისი ადგილები გვაქვს საავამყოფოებში? თუკი ამ კითხვებზე პასუხი არის - არა, მაშინ აუცილებლადუნდა დაფიქრდეთ, ვართ კი მზად ქვეყნის გასახსნელად?", - აცხადებს ექსპერტი.