„დარჩი სახლში“,- ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩებით, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინეთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.
„თვითშეზღუდვები დავიწესოთ. ჩვენს თვითშეზღუდვებზე არის დამოკიდებული შემდგომში ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.