რომან კაკულიას „ქართული ოცნებიდან“ წასულ ზოგიერთ დეპუტატთან ერთი შეკითხვა აქვს

რომან კაკულიას „ქართული ოცნებიდან“ წასულ ზოგიერთ დეპუტატთან ერთი შეკითხვა აქვს

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მმართველი გუნდიდან წასულ ზოგიერთ დეპუტატს მიმართა და განაცხადა, რომ შეიძლება, ბევრი შენიშვნა და უკმაყოფილება არსებობდა, შეიძლება, ბევრი უკმაყოფილო ამომრჩეველიც იყოს, რომელიც გულაცრუებულია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გადაეწყვიტათ და სხვა მხარეს გადასულიყვნენ.

მისი თქმით, სხვადასხვანაირი პოლიტიკური სპექტრია ქვეყანაში - ჩამოყალიბებულია ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის არიან „ქართული ოცნებიდან“ წასულებიც, რომელთაგან ბევრს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს, ზოგიერთს კი აქვს განსაკუთრებული, თითქმის ბრძოლა გამოცხადებული „ქართულ ოცნებასთან“.

„მათ მიმართ კი მექნებოდა ერთი შეკითხვა - ისინი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შემოვიდნენ ამ პარლამენტში და დღეს მათ უკან ლეგიტიმაცია, რაც დგას, ამაზე ყოველთვის უნდა იფიქრონ ადამიამენბა.

შენ ვიღაცას წარმოადგენ ყოველთვის. როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით შემოდიხარ პარლამენტში, მისი აზრი არ უნდა გაინტერესებდეს, „ქართულ ოცნებას“ თუ ბრძოლას უცხადებ?! შეიძლება, ბევრი შენიშვნა და უკმაყოფილება არსებობდა, შეიძლება, ბევრი უკმაყოფილო ამომრჩეველიც იყოს, რომელიც გულაცრუებულია, მაგრამ არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გადაეწყვიტა და სხვა მხარეს გადასულიყო.

ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს - როდესაც გადიხარ პარლამენტიდან, კი ბატონო, მხოლოდ შენს თავს წარმოადგენ და რა თქმა უნდა, თავისუფალ ქვეყანაში შეგიძლია, რაც გინდა, ის პოზიცია გქონდეს, მაგრამ როცა პარლამენტში რჩები, „ქართული ოცნების“ მანდატით ხარ შემოსული და „ქართულ ოცნებას“ სამტრო-საციცოცხლო ბრძოლას უცხადებ, მაშინ ამბობ, რომ უფრო მეტად ხარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესების გამომხატველი, ვიდრე დანარჩენი, ჩვენ. ძალიან სარისკო პოზიცია მგონია ეს. როდესაც საკუთარ ლეგიტიმაციას დაადგენ შემდეგ არჩევნებში, მაშინ კი ბატონო. ყველას ეს არ ეხება, ყველა სხვადასხვანაირად იქცევა. ვინც ტრადიციულად მტრობდა „ქართულ ოცნებას“, მისგან არც მიკვირს და არ ველოდები რეალურ ოპონირებას, რადგან მათი მთავარი არგუმენტი არის ნებისმიერი მოცემულობის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა და ეს არის მათი გაგებით ოპონირება“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ეს შეფასება სოციალურ პაკეტებზე საუბარს მოჰყვა.

„მთელი მსოფლიო კონცეტრირდება სოციალური დახმარების თემაზე, ყველამ დაინახა, რომ სამსახურები დაიკარგა, რა თქმა უნდა, ყველამ გამოყო დახმარებები იმ ადამიანებისათვის, ვინც სამსახური დაკარგა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშიც გაკეთდა დახმარება - თუ შენ მთლიან სურათს არ ხედავ; მხოლოდ ერთ სეგმენტს აიღებ და იტყვი, ჩვენნაირ ქვეყანაში არის თუ არა ეს საკმარისი - ვის აქვს იმის ილუზია, რომ ეს საკმარისია. მთავარია, რაციონალურად დაინახო პაკეტის მთელი მოცულობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან ოპონირება თითქმის არ არის, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მტრობაშია გადასული“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

 

amo უფალი გფარავდეს
5 წლის უკან