ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას - გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები

ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას - გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები

ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან, ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს. მისი თქმით, მათი არგათავისუფლება ნიშნავს, რომ მარტის ხელშეკრულება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

„ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით 8 მარტის ხელშეკრულებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა. პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!“ - წერს ჰალიცკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

amo თქვენ საქართველოს მეგობარი კი არა ნაცების მოსყიდული ევროპარლამენტარი ბრძანდებით ჯერჯერობით.
5 წლის უკან
Katana . მაგათ სხვაგვარად ვერაფერს შეასმენ და, ნეტა, როგორ ითქმის პოლონურად ასეთი დელიკატური ფრაზა: - "იმდენი მტყუანის დედა... რაც ესენი პოლიტპატიმრები არ არიან!.." :)
5 წლის უკან
trampi მე სხვანაირად ვიცი....ქუნემ ქუნემ კოლუმბი...
.იქიდან მოდის ყველაფერი
5 წლის უკან