ცნობილია სავარაუდო თარიღი როდის გაანახლებს მუშაობას მეტრო და ავტობუსები

ცნობილია სავარაუდო თარიღი როდის გაანახლებს მუშაობას მეტრო და ავტობუსები

ჯანდაცვის სამინისტრო, სამი დღის ვადაში, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ რეკომენდაციებს გადაუგზავნის თუ როგორ და რა რეგულაციების დაცვით უნდა განაახლოს მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. შესაძლოა, მეტრომ და ავტობუსებმა მუშაობა 22 მაისის შემდეგ განაახლონ.

მგზავრობისას მოქალაქეებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. მუდმივად განხორციელდება ტემპერატურის მონიტორინგი, რა საშუალებით ამაზე სამინისტროში ჯერ კიდევ მსჯელობენ. რამდენი მგზავრის გადაადგილება იქნება დაშვებული, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარ რეკომენდაციებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.