უკრაინელი პუბლიცისტი დიმიტრი ჯანგიროვი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. ის სააკაშვილს ოსტაპ ბენდერს ადარებს, რომელიც დასავლელი პოლიტიკოსების არარსებული მფარველობით ტრაბახობს.
„ტელემაყურებელთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც საბჭოურ კინემატოგრაფში ოსტაპ ბენდერის როლის მრავალ შემსრულებელთა შორის საუკეთესოდ არჩილ გომიაშვილს მიიჩნევენ. ამიტომ მიხო სააკაშვილის ანალოგია „დიდებულ კომბინატორთან“ ჩემთვის არა მარტო არსებითი, არამედ ვიზუალურიც არის... თანაც, შეღწევის“ მთავრი ხერხის აღწერა „ოქროს ხბოს“ პირველ თავში „ლეიტენანტ შმიდტის შვილი“ აღწერილი უკვდავი შტამპით შეიძლება.
საქართველოდან გაქცევის შემდეგ (სადაც ვაშინგტონმა ფაქტობრივად გზა გაუწმინდა მის ოპონენტებს არჩევნებზე, ამერიკელებთან შეუთანხმებელი ავანტიურია „08. 08. 08“-ს შემდეგ) მიხაილ ნიკოლაევიჩმა „მოხეტიალე რეფორმატორის“ როლი მოირგო და ვაშინგტონში მაღალი ეშელონის წარმომადგენლების მფარველობით ტრაბახობდა.
პაროლმა „მე მაკკეინისგან ვარ“ პეტრო პოროშენკოსთან გაქაჩა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეში უკრაინაში ჩასულმა მაკეინმა დნეპროპეტროვსკში გუბერნატორებთან შეხვედრაზე „ოდესელი მიშკა“ დემონსტრატიულად არ დაპატიჟა. ყველამ ვნახეთ რა მანძილზე იმყოფებოდა სააკაშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე საზეიმო ნაწილიდან.
და ახლაც, მოუსვენარი მიხო ცდილობს აგვიხსნას, რომ უკრაინის „მთავარ რეფორმატორად“ უნდა დავნიშნოთ. იმიტომ რომ თითქოს და ბანკოვის ქუჩის (სადაც უკრაინის სამთავრობო შენობებია განლაგებული) დასავლეთთან კავშირის გარანტია. როგორც ჩანს, ეს საკრალური კავშირია, რადგან მისი დანიშვნის წინააღმდეგ გერმანიის საელჩო გამოვიდა, ეს ნეგატიურად აღიქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში (თუმცა აქ „უკრაინული მიმართულება“ ბოლომდე პარალიზებული არ არის).
რაც შეეხება მის თითქოსდა ანტი-ოლიგარქიულ მუხტს, ყურადღება მიაქციეს მის პერმანენტულ სტუმრობას ახმეტოვის ტელეკომპანია „უკრაინაზე“. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენი უკრაინელი კორეიკო, ქართველ ბენდერს თავის მთავარ პროპაგანდისტულ რუპორამდე დაუშვებდა, მისგან საფრთხეს რომ გრძნობდეს. საკითხავი მხოლოდ ერთია - რამდენად სწრაფად დაიწყებს სააკაშვილი პრეზიდენტ ზელენსკის ცუდი (მაგრამ სწორი), სიტყვებით შემკობას?”- წერს დიმიტრი ჯანგიროვი.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად 7 მაისს დანიშნა.
8 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან საქართველოში ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას შეცდომა უწოდა.