მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად დაიწყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით:
18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები.
მოიხსნება დახურულ და ღია სივრცეებში 3 ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა. თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას. მანქანაში ისევ მხოლოდ სამი ადამიანი იქნება დაშვებული - ერთი მძღოლი და უკანა სავარძელზე ორი მგზავრი.
18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში.
რაც შეეხება სილამაზის სალონებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ მკაცრი სტანდარტების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, იქნება ელექტრონული რიგის სისტემა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.
14 მაისიდან კი გაიხსნა რუსთავი და გარდაბანი.
15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის;
1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.