ნათია თურნავა: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საქართველომ მოცულობითი დახმარებები მიიღო

ნათია თურნავა: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საქართველომ მოცულობითი დახმარებები მიიღო

საქართველომ ყველა უცხოური დახმარება მიიღო იმის გამო, რომ ჩენ განუხრელად მივყვებოდით რეფორმების კურსს. საქართველო ბევრ პოზიციაში არის ნომერ პირველი რეფორმატორი და მუდმივად ლიდერობს სხვადასხვა რეფორმის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგებში - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნათია თურნავას განმარტებით, საქართველო უცვლელად მიჰყვება ევროპულ ღირებულებებს და სწორეს ამის დამსახურებით მოიპოვა მოცულობითი დახმარებები. მინისტრის განმარტებით, სწორედ ეს ფაქტორი, რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის მხრიდან სასამართლო საქმიანობაში ჩარევას გამორიცხავს.

„შესაძლებელი გახდა ასეთი მოცულობითი დახმარების, ასეთ სწრაფ პერიოდში მოზიდვა და ჩვენ პრაქტიკულად როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვახორციელებთ უკვე დღეს სხვადასხვა ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მოსახლეობას ვეხმარებით, ჩვენ სწორედ ამ რესურსით ვსარგებლობთ. არანაირი საფრთხე აქ არ არის. პირიქით, იმიტომ გახდა ეს შესაძლებელი, რომ ჩვენ ამ წლების მანძილზე ვახორციელებდით რეფორმებს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას. სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ არცერთი მთავრობა და არცერთი პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა სასამართლოს მსვლელობასა და გადაწყვეტილებებში. ეს არის ევროპული ღირებულებები, რომელთა ერთგულებიც ჩვენ ვართ. ამის გამო განიხილება საქართველოს დახმარებაც“, - განმარტა თურნავამ.