პაატა იმნაძე: საქართველოში, მკაცრი შეზღუდვების გარეშე, ფატალური შედეგი ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი იქნებოდა

პაატა იმნაძე: საქართველოში, მკაცრი შეზღუდვების გარეშე, ფატალური შედეგი ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი იქნებოდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისკენ და არა ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა.

„აქ საკითხი იდგა ასე - ჩვენ ხომ საქართველოს ვერ ვაქცევდით ექსპერიმენტულ ველად, რომ შემდეგ დაგვეთვალა, რა მოხდებოდა ქვეყანაში. კი, ეს გააკეთა ზოგიერთმა ქვეყანამ, გათვალა ეს, სხვათა შორის, ბევრი ახსენებს შვედეთს, შემდეგ აღარ ამბობენ შვედეთის მონაცემების შედარებას თავის მეზობელ ქვეყნებთან, ასევე სკანდინავიურ ქვეყნებთან.​ სხვათა შორის, არავინ ახსენებს ბელარუსს, როდესაც შვედეთს ახსენებენ ხოლმე, რადგან ბელარუსი კიდევ უფრო შორს წავიდა შვედეთთან შედარებით და დიდი თავყრილობები საერთოდ არ აუკრძალავს. ახლა შვედეთის შედარება საქართველოსთან, 50 პროცენტზე მეტი შვედი მარტო ცხოვრობს, ცალკე ცხოვრობს ბინებში, მათ არ სჭირდებათ კარანტინი, ისედაც იცავენ სოციალურ დისტანციას, მათი ცხოვრების წესია. ამას რატომ ვლაპარაკობ, მთავარი იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეკავებინა ინფექციის გავრცელება და როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა არაფერი სპეციფიური, უნდა დავლოდებოდით, რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ მათ მაგალითზე ჩვენ მოვმზადებულიყავით და დავლოდებოდით, ამიტომ იყო ყველა შეზღუდვა ჩვენთან“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მკაცრი შეზღუდვების გარეშე ძალიან ცუდი შედეგები დადგებოდა.

„როდესაც შემდეგ ლაპარაკია ჩვენთან, სულ ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და ამის გულისთვის ქვეყანა გააჩერეთ? კი, მაგრამ ეს ქვეყანა რომ არ ყოფილიყო ასეთი შეზღუდვების პირობებში, ხომ გამოქვეყნებულია, რა იყო მოსალოდნელი ქვეყანაში. ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია სხვათა შორის ძალიან პესიმისტური პროგნოზები, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რა მოხდებოდა, მაგრამ ეს ხომ ძალიან ავტორიტეტულმა ქართულმა ფონდმა გამოაქვეყნა, რა იყო მოსალოდენლი ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ რომ გავრცელებულიყო ეს ინფექცია, როგორც შვედეთში, რომ მიგვეშვა მისი გავრცელება, მოხდებოდა ის, რაც დღეს გვაქვს ფატალური შედეგი, იქნებოდა ასჯერ კი არა, ორასჯერ მეტი. ეს არის რეალობა, რომელიც გამოქვეყნებულია და ახლა ყველას დაავიწყდა ეს ციფრები. ყველაფერი ნელ-ნელა გაიხსნება, კომენდანტის საათიც მოიხსნება, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ფონზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.