ამირან გამყრელიძე: წელს ბევრ კარგ ტრადიციაზე მოგვიწევს უარის თქმა, განსაკუთრებით ქორწილებსა და დიდ დაბადების დღეებზე

ამირან გამყრელიძე: წელს ბევრ კარგ ტრადიციაზე მოგვიწევს უარის თქმა, განსაკუთრებით ქორწილებსა და დიდ დაბადების დღეებზე

პირდაპირ ვთქვათ, რომ წელს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ნიშნავს, რომ ზოგიერთ ჩვენ ძალიან კარგ ტრადიციაზე რაც გვაქვს ქართველებს და არა მარტო ქართველებს, თავი უნდა შევიკავოთ. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასურველი არ რის დიდი თავშეყრის ადგილები. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სწორედ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო წელს ბევრ ტრადიციაზე მოუწევს საქართველოში მოსახლეობას უარის თქმა.

ამასთან ეპიდემიოლოგების თქმით, სასურველია, მომდევნო დღეებში გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოქალაქეთა შეკრებებზე კვლავ დარჩეს ძალაში.

„რაც შეიძლება მეტად და დიდხანს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი თავშეყრისაგან. ამასთან გვესმის, რომ ადამიანების სოციალური არსებები არიან და დიდხანს ვერ იქნებიან სოციუმის გარეშე და გვესმის, რომ თავშეყრებზეც გარკვეული დაშვება იქნება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ახალი შემთხვევების რიცხვი და ლეტალობის შემთხვევები იქნება დაბალი, ნელ-ნელა გაფართოვდეს ამ თავშეყრილ ადამიანთა ოდენობა. ამის მიხედვით უნდა ვმართოთ ეს პროცესი. დიდი თავშეყრისგან თავს იკავებენ ჩვენზე წარმატებული ქვეყნები და ვფიქრობ, რომ გარკვეული შეზღუდვები უნდა დარჩეს მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.