პლაზმით მკურნალობა შესაძლოა ახალ პროტოკოლში შევიდეს

პლაზმით მკურნალობა შესაძლოა ახალ პროტოკოლში შევიდეს

პლაზმით მკურნალობა შესაძლოა ახალ პროტოკოლში შევიდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენი პროტოკოლი რაც არის, გაგრძელდება, მაგრამ პატარ-პატარა ცვლილებები იქნება, ის, რაც მოგვცა როგორც გამოცდილებამ, ასევე სხვა ლიტერატურამ. „რემდესევირი“ პროტოკოლში აუცილებელ სამკურნალო საშუალებად შეტანილი არ იქნება, „პლაქვენილი“ ისევ დარჩება. პლაზმით მკურნალობა, რა თქმა უნდა, ეფექტურია, შეიძლება ის ახალ პროტოკოლში შეიტანონ. ჯერ ეს დამტკიცებული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, შეიტანენ“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.