ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარება გაუარესდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარება გაუარესდა

ეპიდვითარება აფხაზეთში გაუარესდა, - ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თამაზ ცახნაკიას თქმით, ბოლო დღეებში კოვიდ 19-ით ინფიცირების დინამიკა გაზრდილია. ამ დროისათვის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები არიან, რომლებიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ამჟამად ისინი გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან.