გაერო-ს გენერალური მდივანი რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მავნე გზავნილების გაჟღერება

გაერო-ს გენერალური მდივანი რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მავნე გზავნილების გაჟღერება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ „არაზუსტი და მავნე გზავნილების“ გაჟღერება, რომლებიც ახდენს ეთნო-ნაციონალიზმის, სტიგმის, სიძულვილის ენის და კონფლიქტების წახალისებას პანდემიის ფონზე. მისი თქმით, ექსტრემისტები და რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ხალხის დაუცველობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

“ჩვენ ვიცით, რომ გასული ჯანდაცვის კრიზისების - შიდსის, ებოლას დროს რელიგიური ლიდერების გავლენამ ადამიანების ღირებულებებზე, ქცევებსა და მოქმედებებზე გავლენა მოახდინა. ამ ვირუსის დასამარცხებლად ჩვენ გვჭირდება მდგრადი და თანასწორი მსოფლიო, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება“,- აღნიშნა გუტიერესმა.

მან პანდემიის ფონზე, ქალთა უფლებების დარღვევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია. „ამას არც ერთი რელიგია არ გვასწავლის. ვთხოვ ლიდერებს, კატეგორიულად დაგმონ მსგავსი ქმედებები და მხარდაჭერა გამოხატონ თანასწორობის, პატივისცემისა და თანაგრძნობის მიმართ“,-დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.