უცხოელი ტურისტების შემოსვლა დაინფიცირების რისკს გაზრდის, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარება ადამიანებზე, ექიმებზე და სახელმწიფოს მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ტურისტების შემოსვლა რისკს გაზრდის, მაგრამ რეალურად გაიზრდება თუ არა შემთხვევების რიცხვი, ეს დამოკიდებული იქნება ექიმებზე, ეპიდემიოლოგებზე და სახელმწიფო ვერტიკალზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ დაარეგულირებს ტურისტების შემოსვლას. მაგალითად, ჯერ არ ვიცი, იქნება თუ არა სავალდებულო ტურისტებისთვის ე.წ. იმუნოლოგიური პასპორტის მოთხოვნა, ანუ იმ ცნობის, რომ ისინი ინფიცირებული არ არიან", - განაცხადა ცერცვაძემ.