უკრაინის რადას დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოლოდინები არ გაამართლა.
„სააკაშვილმა მოლოდინები არ გაამართლა“, - მიიჩნევს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო.
„ამერიკის ხმის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში გონჩარენკო ამბობს, რომ ოდესაში სააკაშვილის მუშაობის შემდეგ დარჩა იმედგაცრუება.
„ოდესაში მუშაობის შემდეგ დარჩა იმედგაცრუება, იმიტომ, რომ მოლოდინები არ გაამართლა. ეს რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი და ყოფილიყო რომელიმე ჩვენი გუბერნატორი, უკრაინელი ჩინოვნიკი, შეიძლება არაფრის მოლოდინიც არ მქონოდა, მაგრამ სააკაშვილისგან მოლოდინი უფრო დიდი იყო“, - აცხადებს გონჩარენკო.
მისი თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილის დაბრუნების აზრი ზელენსკისა და ერმაკს დაებადათ.