რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა თავად განაცხადა.

გავრცელებული ცნობებით, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია, აქედან 10 899 შემთხვევა ახალია. ამრიგად, რუსეთი მსოფლიოში ამ მაჩვენებლით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.